Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გამოფენა – „გადარჩენილი ტრადიციები“

27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა – „გადარჩენილი ტრადიციები“. 

დადიანებს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჰქონდათ ურთიერთობა ევროპასთან. მათ, ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის შემოტანაში უდიდესი როლი შეასრულეს, შესაბამისად დადიანების კოლექციაში დაგროვდა ევროპული სკოლის ამსახველი უნიკალური ნივთები, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია მუზეუმის გამოყენებითი ხელოვნების ფონდში დაცული ბროლ – ფაიფურის კოლექცია. 

დამთვალიერებელმა გამოფენაში იხილა სწორედ ამ კოლექციიდან ნივთები – XIX საუკუნის დადიანების კუთვნილ ბროლ-ფაიფურის ჭურჭლის დახვეწილი ნიმუშები, რომელიც სპეციალურად დადიანების ოჯახის წევრებისთვის მზადდებოდა, თითო ეგზემპლარად, ცნობილ სამეფო და საიმპერატორო სახელოსნოში, რუსეთსა და ევროპაში. 

გამოფენაში წარმოდგენილი იყო  უნიკალური სხვადასხვა სარიტუალო დანიშნულების ნივთები, მათ შორის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული, რომლებსაც დადიანები სუფრის გასალამაზებლად იყენებდნენ.

ჭურჭელი გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისხითა და ტექნოლოგიებით, დახვეწილი მრავალფეროვანი ორნამენტებით, დამღებით, გერბებით, მონოგრამებით, რომელიც ინფორმაციას იძლევა ვისი კუთვნილი იყო და რომელ საწარმოშია დამზადებული. 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.