2022 წლის 12 აგვისტოს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში, დიდი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა მხატვრის 115 წლის იუბილეს მიეძღვნა.
დადიანების სასახლემ უმასპინძლა პეტრე ოცხელის 100-ზე მეტ ნამუშევარს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმიდან.
ასევე, შედგა კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც ამ გამოფენას მიეძღვნა.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს ხელოვნების სასახლე–კულტურის ისტორიის მუზეუმი.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.