Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გამოფენა – “რაინდთა დარბაზი”

2023 წლის 29 იანვარს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით ,,რაინდთა დარბაზი“.

გამოფენაზე მოსულმა დამთვალიერებელმა იხილა საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები დავით დადიანის კოლექციიდან, რომელიც შემდგომ მისი ოჯახის წევრებისა, თუ საგვარეულოს სხვა წარმომადგენლების მიერ იქნა გამდიდრებული, კერძოდ:

კავკასიური ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ევროპული, აზიური, აფრიკული და ავსტრალიური მუზარადები, აბჯრები და ძვირფასი მემორიალური საბრძოლო ხელოვნების ნიმუშები.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.