10 აგვისტოს, ნიკოსეულ სასახლეში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით – “საუკუნოვანი მუზეუმი”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზუგდიდის მუზეუმის ასწლოვანი ისტორიის ამსახველი მასალები, ძირითადად, ფოტოების, ესკიზების სახით.
მუზეუმში მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა აკაკი ჭანტურიას ფერწერული ტილო, ზუგდიდელი მხატვრის დამიანე ჯიჭონაიას ავტორობით და პირველი ექსპოზიციები გამართული 1921-1936 წლებში, ასევე ესკიზები, მუზეუმის მხატვარ – ექსპოზიციონერის მიერ ჩახატული და არქეოლოგია-ეთნოგრაფიის გამოფენის ფოტოები, რომელიც მიძღვნილია სახელმწიფოებრიობის 300, ხოლო ქრისტეშობიდან 200 წლისთავისადმი.
ასევე, გამოფენაზე იყო წარმოდგენილი სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე მუზეუმის ხელმძღვანელებისა და თანამშრომელთა ნაშრომები, რომელთაც თავიანთი საქმიანობით გარკვეული წვლილი შეიტანეს მუზეუმის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში, ბეჭდურ მასალას, მუზეუმის მიერ ჩატარებული სამეცნიერო სესიების თეზისებს, წიგნებსა და ალბომებს.