Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გამოფენა – „ფერადი წარსული“

2024 წლის 10 თებერვალს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით ,,ფერადი წარსული“.

გამოფენაზე „ფერადი წარსული“, წარმოდგენილი იყო სერგეი პროკუდინ გორსკის საუკუნის წინანდელი ფერადი ფოტოები.

გამოფენაზე მოსულმა დამთვალიერებელმა იხილა როგორც აჭარის, აფხაზეთის, ასევე ტაო-კლარჯეთის, დაღესტნის, შუა აზიის ღირსშესანიშნავი ადგილები და ტიპაჟები.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა მე-20 საუკუნის აფხაზეთის ხედების ულამაზესი ფოტოები – სოხუმი, ახალი ათონი, ბიჭვინთა, გაგრა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.