ქართულმა ქსოვილმა კაცობრიობის განვითარების ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
საქართველოში ქსოვილთან დაკავშირებული უძველესი ცნობები პალეოლითის პერიოდს განეკუთვნება.
ჰეროდოტეს ცნობები შუქს ფენს დასავლეთ საქართველოში საფეიქრო მრეწველობის განვითარებას.
ცხადია, რომ ქსოვილი ცუდად ინახება და დროს ვერ უძლებს, ამიტომ მასზე მსჯელობა უმეტესად ბარელიეფზე და ფრესკებზე ჩვენამდე მოღწეული ქსოვილით არის შესაძლებელი, რომელიც ყველაზე კარგად გადმოსცემს ისტორიული პირის ხასიათსა და გემოვნებას.
გამოფენის მიზანი იყო, წარმოგვეჩინა, თუ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა შინამრეწველობისა და ჩაცმულობის მდიდარი ტრადიციები დროსა და სივრცეში, რომელიც შემოგვინახა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფონდსაცავებმა. ამ ექსპონატებით დამთვალიერებელთათვის პირველად გაცოცხლდა ქსოვილის ისტორია.