Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ისტორიული ბაღების VII ევროპული ფორუმი

ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა, ,,ისტორიული ბაღების VII ევროპულ ფორუმს“ ნიკოსეულ სასახლეში უმასპინძლა.

ფორუმი ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გახსნა. მერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობასა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ფორუმი ხაზს უსვამს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიულ მნიშვნელობას და მის წვლილს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში.

,,დღევანდელი ფორუმი არის საშუალება, რომ ევროპამ უფრო ახლოს გაიცნოს ბოტანიკური ბაღისა და ზუგდიდის ისტორია, გაიცნონ მისი დენდროლოგიური და ტურისტული პოტენციალი. ასევე, ჩვენთვის კარგი საშუალებაა გავეცნოთ სხვადასხვა პრაქტიკას, კულტურული მემკვიდრეობის მართვას და მცენარეთა ფიტოსანიტარული დაცვის მეთოდოლოგიას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ბოტანიკური ბაღის მენეჯმენტს და ზოგადად, ეს არის შესაძლებლობა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაცისთვის, რათა მან დაიკავოს უმნიშვნელოვანესი ადგილი ევროპის ბოტანიკური ბაღების მარშრუტში“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

კონფერენციაზე სხვადასხვა ევროპული ბაღის წარმომადგენლებმა ერთამენთს გაუზიარეს ბაღებში არსებული საერთო გამოწვევები, საშიშროებები და გამოცდილებები.

უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიების ქალაქ ზუგდიდში ჩატარებას საფუძველი გასული წლის მაისის თვეში ჩაეყარა, როდესაც ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა იმყოფებოდა რიგით მეექვსე ფორუმზე იტალიის ქალაქ ფლორენციაში.

ევროპული ბაღების გაერთიანების ასოციაციის წევრობას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2022 წელს შეუერთდა.

დღის ბოლოს, დადიანების არქიტექტურულ-ისტორიული მუზეუმის დირექტორმა მონაწილეებს დედოფლისეული სასახლე დაათვალიერებინა.

ფორუმის მეორე დღეს, სხვა აქტიოვებებთან ერთად, სტუმრებმა გიდის თანხლებით დაათვალიერეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.