საგანმანათლებლო პროგრამა – “მაჭყუდია დედოფალას ისტორია” – პირველი ქართული სათამაშოები.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს.ბავშვები თავიანთი ფანტაზიით შეძლებენ სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადონ და გააფორმონ მარტივი თოჯინები.
პროგრამის მიზანია ბავშვებს გავაცნოთ ქართული ტრადიციული თოჯინების ისტორია.მათი დამზადების თავისებურებები, მასალა და ტექნიკური დეტალები.უაღრესად საინტერესო ამბები და აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს საოცარ, ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. ბავშვები უამრავ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენენ, შეიმეცნებენ და შეძლებენ თავიანთი ფანტაზიით და სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადონ და გააფორმონ მარტივი თოჯინები.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით!
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
595 28 76 76.