მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დაათვალიერებენ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალურ გამოფენას და გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს.
სალექციო ფორმატში, პროგრამა საშუალებას მისცემს ბავშვებს გაეცნონ როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა და როგორ მოხდა მისი შენარჩუნება.
პრაქტიკული ნაწილი – ბავშვები იმუშავებენ ასომთავრულ ნაწერებზე, გაშიფრავენ აფორიზმებსა და ქართულ ხალხურ ანდაზებს;
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 595 28 76 76.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.(მე-5 კლასიდან)
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი
დრო: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით. 10:00-17:00 სთ.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
Tel: 595 28 76 76.