Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საგანმანათლებლო პროგრამა: ,,ევროპული მემკვიდრეობა დადიანებში”

საგანმანათლებლო პროგრამა: ,,ევროპული მემკვიდრეობა დადიანებში” დაიწყო!

პროგრამა ,,ევროპული მემკვიდრეობა დადიანებში“ – მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრეზენტაცია დადიანების ევროპულ მემკვიდრეობაზე და მათ ისტორიულ კავშირებზე.
ევროპელ მოგზაურებზე საქართველოში, რომელთაც აღწერეს ჩვენი ქვეყნის იმ დროინდელი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური თუ რელიგიური ვითარება და მიმოიხილეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე.
გაიმართება დისკუსია ქართულ-ევროპულ ურთიერთობასა და საერთო ღირებულებებზე.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო აქტივობას. ბავშვებს დაურიგდებათ ბარათები, რის მიხედვითაც აღადგენენ დადიანების ევროპული მემკვიდრეობიდან მნიშვნელოვან მოვლენებსა და ფაქტებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
595 28 76 76.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.