საგანმანათლებლო პროგრამა: “ ზღაპრები, მითები, იგავ-არაკები” დაიწყო!
პროგრამის მიზანია, მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
სალექციო ფორმატში მოისმენენ ლექციას – დადიანების საბავშვო ბიბლიოთეკა.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო აქტივობას.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის (1 კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 სთ.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
Tel: 595 28 76 76.