Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საქართველოს კულტურის მინისტრის ვიზიტი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში

საქართველოს კულტურის მინისტრის ვიზიტი დადიანების მუზეუმში

2025 წლის 6 აპრილს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს საქართველოს კულტურის მინისტრი, ქალბატონი თინათინ რუხაძე ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა მუზეუმის თანამშრომლებსა და მუზეუმის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდიას. შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც უკვე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგები, ასევე სამომავლო გეგმები, რომლებიც ითვალისწინებს ისტორიული სივრცეების და უნიკალური ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაციას.

 

ქალბატონი თინათინ რუხაძე ადგილზე გაეცნო დედოფლისეული რეზიდენციისა და უფლისწულის სასახლის იმ დარბაზებისა და ისტორიული ნივთების მდგომარეობას, რომელთაც რესტავრაციის პროცესი ჯერ არ ჩატარებიათ. აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ღირსეულ წარმოჩენას.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.