ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს, ბოტანიკურ ბაღში მუზეუმმა მოაწყო კუთხე, გამოფენა – თემით ,,მუზეუმი ბავშვებს’’, სადაც წარმოდგენილი იყო სამეგრელოს ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალები, მაკეტები მეგრული ოდა სახლისა და ,,ჯარგვალის’’, თავისი დამხმარე ნაგებობებით, წარწერიანი ქვა, ჯეგეთის ეკლესიიდან, მაუწყებელს მე-17 საუკუნეში მომხდარი მიწისძვრისა, რომელსაც ჯეგეთის ეკლესია დაუნგრევია, ხოლო შემდგომ, ლევან მე-2 დადიანს აუშენებია.
დამთვალიერებელი გაეცნო დადიანების ოჯახის ფოტო-კოლექციას, მხატვარ-ექსპოზიციონერის მიერ შესრულებულ ძველი გამოფენის ესკიზებსა და აფხაზეთის ხედებს.