Skip to content Skip to footer
Search
Close this search box.

დედოფლისეული სასახლე

დედოფლისეული სასახლე,მოგვითხრობს იონა მეუნარგია:  “მთავარი კორპუსი ამ სასახლისა დაფუძნებულია თაღებზე,რომლის ქვეშ დავით დადიანის დროს ღვინის სარდაფი იყო მოთავსებული, ამ თაღებზე იდგა ქვა-აგურის სახლი,რომელშიც ცხოვრობდა მთავრის და პუპი, რომელსაც ამის გამო პუპის სახლად უწოდებდნენ, შემდეგ პუპის გათხოვებისა, ამ სახლში დავით დადიანმა დროებითი სახელოსნო მოაწყო, სადაც მზადდებოდა პარკეტები ახალი სასახლისთვის. დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი დიდხანს იყო მიყრუებული, სანამ ეკატერინე დედოფალმა არ განაახლა ის და არ აღაშენა ზუგდიდის ახლანდელი მთავარი სასახლე თავისი ფლიგელებით, ფრონტონით და ლამაზის ჩუქურთმებით შემკობილი მოაჯირ აივნებით ჩრდილოეთის მხარეს“.

ამ სასახლის მშენებლობის შესახებ დადიანების მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული დოკუმენტური მასალები გვაუწყებენ, რომ „მთავრინა ეკატერინე ალექსანდრეს ასულის ახლად ასაშენებელის სახლის პირობები და სხვანი დაწყებული 29 ოქტომბერს 1873 წელსა“, ამ და სხვა დოკუმენტურ მასალებში ჩამოთვლილია დედოფლისეული სასახლის მშენებლობისათვის საჭირო იმ საშენი მასალების სია, დაკვეთის და სხვა პირობანი, რომელიც მიმდინარეობდა1873 დან 1880-იან წლებამდე(საკ.ა.682-683;683)

ასე,რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დედოფლისეული სასახლის მშენებლობა 1873 წელს დაუწყიათ.

ეს სასახლე თავისი ხუროთმოძღვრული დიდებულებით დღესაც ხიბლავს და მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს, სასახლის მთავარი წინა ნაწილი ორსართულიანია, უკანა ნაწილს ეტყობა სხვადასხვა დროს მიშენების კვალი, ერთ-ერთი მიშენებული ნაწილი სამსართულიანია, ხოლო უფრო დიდი  და გრძელი მინაშენი ფლიგელი ორსართულიანი, მას უკანა დაქანებულ ნაწილში აქვს ოთახები და მიწაში ჩაჭრილი სარდაფებიც, სასახლე ძირითადად აშენებულია აგურისაგან, მისი მთავარი წინა ნაწილის ფასადი მოპირკეთებულია, ამობურცულად კარგად დამუშავებული კირქვის თლილი ქვით, დანარჩენი ნაწილები შელესილია ბათქაშით, სასახლის მთავარ შესასვლელს ამშვენებს წინ გამოწეული თაღიან ბურჯებზე დამყარებული დიდი გადახურული ვერანდა,აღმოსავლური ფართო ფანჯრებით, სასახლის უკანა ნაწილი დამშვენებულია ხის ლამაზი მოჩუქურთმებული აივნებით, კარებით, ლაზური ჭერით, საოცრად ლამაზი ორნამენტებით.

სასახლის მთავარი შესასვლელი იწყება კირქვის მთლიანი ლოდებისგან გამოთლილი ცენტრალური კიბით(მეორე სართულთან დამაკავშირებელი)ასევე სასახლის უკანა ნაწილში ქვისა და ხის დამხმარე კიბეებია, სასახლის ორივე სართულის გარეგანი არქიტექტურული გაფორმება შესანიშნავადა ერწყმის ერთმანეთს და მეორე სართული პირველი სართულის  ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. სასახლის ქვედა სართულის წინა თაღიან ნაწილში ამჟამადაც შემორჩენილია დადიანისეული მარნის-მიწაში ჩაფლული დაზიანებული ქვევრები, შიდა ეზო შემოკავებულია ქვა-აგურის გალავნით,რომელსაც დატანებული აქვს ალაყაფის დიდი რკინის კარები, ეზოში თლილი კირქვისგან გაკეთებული წყლის პატარა ლამაზი აუზია, რომელსაც ალბათ თავის დროზე შადრევანი ამშვენებდა.

ტარიფები

მუზეუმის სამუშაო დრო: 10.00 – 17.30  საათამდე, ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

ორივე გამოფენის (დადიანების მემორიალური ნაწილი და საგანძური) დათვალიერების შემთხვევაში ღირებულება – 12 ლარი, გიდის მომსახურება – 25 ლარი (მშობლიურ ენაზე), 30 ლარი უცხო ენაზე (რუსული და ინგლისური)

მუდმივმოქმედი გამოფენების - ,,საგანძური" და ,,დადიანები"ს მემორიალური ნაწილის დათვალიერება

,,დადიანები''ს მემორიალურ ნაწილში

ზრდასრული

8 ₾

ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი

მოსწავლე / სტუდენტი

1 ₾

ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი

ექსკურსიამძღოლის მომსახურება

15 ₾

20 ₾ - უცხო ენაზე (რუსული და ინგლისური)

საგანძური

ზრდასრული

8 ₾

ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი

მოსწავლე / სტუდენტი

1 ₾

ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი

ექსკურსიამძღოლის მომსახურება

15 ₾

20 ₾ - უცხო ენაზე (რუსული და ინგლისური)

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.