პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. თეორიულ ნაწილში, მოისმენენ პრეზენტაციას თემაზე „ქცევის კულტურა“. მისი მიზანია ბავშვების მუზეუმთან დაახლოება, შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება, ზრდილობიანი ქცევის, ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებაში მოქცევის ძირითადი წესების გაცნობა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების წახალისება. პრაქტიკულ ნაწილში ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ სიტუაციურ თამაშებსა და სახალისო აქტივობებში, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და გაიაზრებენ, როგორ გამოიყენონ ზრდილობიანი ქცევის, ურთიერთპატივისცემისა და საზოგადოებაში მოქცევის წესები ყოველდღიურ სიტუაციებში. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის I-V კლასის ჩათვლით.ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი პროგრამის ღირებულება: 7 ლარი დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. სამშაბათიდან კვირის ჩათვლით!

