საგანმანათლებლო პროგრამა: „გაზაფხული დადიანებში“
გაზაფხულის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა „გაზაფხული დადიანებში“ რეგისტრაცია იწყება.
პროგრამების მიზანია, მუზეუმის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში.
პროგრამა „გაზაფხული დადიანებში“- მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
სალექციო ფორმატში მოისმენენ ლექციას გაზაფხულზე.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან გაზაფხულის სურათებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.(1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი
დრო: სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით. 10:00-17:00 სთ.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
Tel: 595 28 76 76.