დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში სკოლის
მოსწავლეთათვის შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა – „დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია“
პროგრამის ფარგლებში, ბავშვები დაათვალიერებენ დადიანების მემორიალურ
გამოფენას
სალექციო ფორმატში ბავშვები გაეცნობიან დადიანების ევროპული ბაღის შექმნის
ისტორიას
გაიმართება დისკუსია ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით პრობლემებზე. ნარჩენების შემცირებასა და მართვაზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე.
პრექტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო აქტივობას. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით, ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შეიმუშავებენ გეგმას, რომლის მიხედვითაც შექმნიან პლაკატებს და ადგილზე გააკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
595 28 76 76.
