პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დაათვალიერებენ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალურ გამოფენას და გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს.
სალექციო ფორმატში, პროგრამა საშუალებას მისცემს ბავშვებს გაეცნონ გენიალური შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის “ვეფხისტყაოსნის” შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს. Მოისმინონ ისტორიები, როგორ გაჩნდა იდეა შეექმნათ პოემისთვის ილუსტრაციები. ვინ არის მიხაი ზიჩი და Როგორ იქმნებოდა მისი ცნობილი ილუსტრაციები “ვეფხისტყაოსნისთვის” და სხვ.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო დეტალებს. მონაწილეებს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული “ვეფხისტყაოსნის” გმირების კარიკატურებისა და შარჟების დახმარებით ან საკუთარი ფანტაზიით შეუძლიათ დახატონ პოემის გმირები.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 595 28 76 76.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი
დრო: სამშაბათიდან კვირის ჩათვლით. 10:00-17:00 სთ.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
Tel: 595 28 76 76.