Skip to content Skip to sidebar Skip to footer

საგანმანათლებლო პროგრამა: “კანფეტების ისტორია”

საქართველოს ხელოვნების სასახლეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო პროექტი – “კანფეტების ისტორია”, დღეიდან დადიაენების მუზეუმში, ხელმისაწვდომია!

ICOM/CECA -ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული საგანმანათლებლო პროგრამა.

პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, მუზეუმის ისტორიის გაცნობა ბავშვებისთვის ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვება და მისი უშუალო კონტაქტი ხელსაქმესთან.

პროექტი გათვალისწინებულია საბავშო ბაღის უფროსი ასაკის ჯგუფებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის I-VI კლასის ჩათვლით.

პროგრამა მოიცავს:

მუზეუმის დათვალიერებას.

პროგრამის თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვები მოისმენენ კანფეტების შექმნის ისტორიას და ნახავენ ვიდეო მასალას.

პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვები საკუთარი დიზაინით შეფუთავენ ტკბილეულს.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი

პროგრამის ხანგრძლივობაა: 60 წუთი

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი (პედაგოგი ესწრება უფასოდ)

დრო: ოთხშაბათიდან, კვირის ჩათვლით. 10:00-18:00

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

მობ: 595 287 676.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.