მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
პრეზენტაციის თემა- მუზეუმის წარმოშობის ისტორია და განვითარების ეტაპები.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობას, რომელიც დაეხმარება ბავშვებს შემეცნებითი უნარების განვითარებაში. წარმოდგენლი სამუშაო მასალის საშუალებით მონაწილეები შექმნიან ცნობილი მუზეუმების ექსპონატების ჩანახატს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1
595 28 76 76.
