Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გამოფენა – “უფლისწულის გალერეა”

18 ივლისს, უფლისწულ ნიკო დადიანის მუდმივმოქმედი გამოფენა – “უფლისწულის გალერეა” რეექსპოზიციის შემდგომ გაიხსნა.

მოწვეულმა სტუმრება დაათვალიერეს უფლისწულის პირადი კოლექციიდან ნივთები, მათ შორის აღსანიშავანია ივანე ტურინის მიერ შესრულებული, ნიკო დადიანის პორტრეტი, რომელიც საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად რესტავრირდა.

შეგახსენებთ, რომ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა 2022 წელს, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო გრანტი – 300 000 დოლარის ოდენობით. გრანტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა 200-ზე მეტ ექსპონატს, რომელთა დიდი ნაწილი დაბრუნებულია მუზეუმში.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს უფლისწულის გამოფენაში იხილოს ზემოთ ხსენებული რესტვარირებული ნივთების დიდი ნაწილი, რომელსაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის, აშშ-ს ხალხის დახმარებით დაუბრუნდა ახალი სიცხოხლე.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.