Skip to content Skip to footer
Search
Close this search box.

არქეოლოგიის ფონდი

არქეოლოგიის ფონდში დაცულია10 000-მდე ერთეული მასალა და ნაწილდება სხვადასხვა კოლექციებში: არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის და ბონისტიკის სახით, აქ არის დაუნჯებული კოლხური მატერიალური კულტურის  ძეგლები, გვიან ბრინჯაო ადრე რკინის ხანით დათარიღებული(დაახლოებით ძვ.წ.აღXV-ძვ.წა.აღVII საუკუნეები)

არტეფაქტები აღმოჩენილია,სამეგრელოს ტერიტორიაზე მდებარე,ცაიშისა და ერგეტის სამაროვნებზე შესწავლილ კოლხურ კოლექტიურ სამარხ ორმოებში და ასევე თაგილონში განძის სახით.

მრავლადაა კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ბრინჯაოსა და რკინის საბრძოლო იარაღები,სხვადასხვა ტიპის ისრისპირები,სატევრები,კოლხური ცულები,აქვე ინახება, იშვიათი აღმოჩენა, თაგილონიდან ბრინჯაოს კოლხური ცული,დასამზადებელ ყალიბთან ერთად,გამორჩეულია სატევარი,რომლის ქარქაში დამზადებული უნდა ყოფილიყო  რკინისგან, ხოლო სატევრის პირი ბრინჯაოსგან, ამგვარი ბიმეტალური იარაღი  კოლხეთისა და თანადროული არქეოლოგიური კულტურების აღმოჩენებში ნაკლებად მოიპოვება.

 სამეურნეო და საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღები: ბრინჯაოს სეგმენტისებრი თოხები,სალესი ქვები,ასევე სამზარეულოს საქმიანობასთან დაკავშირებული ბრინჯაოს ჭურჭელი,სადა მომცრო ზომის ჯამები,აგრეთვე სიტულის ფრაგმენტები.

საინტერესოა ტანსაცმელთან და მორთულობასთან დაკავშირებული არტეფაქტები:ვერძის,ჩიტის,იხვის და გეომეტრიული გამოსახულებების მქონე საკიდები,ქინძისთავები,პინცეტები, სკვითური ტიპის მგლისგამოსახულებიანი სამაგრი, დუგმა, აბზინდა, ბრინჯაოსა და,რკინის ფიბულები,რგოლები ღილები, სამაჯურები ყ,ელსაბამები.

უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან და რიტუალებთან  დაკავშირებული არტეფაქტები:მინიატურული სატევრები, ზოომორფული ტარებით,კოლხური ცულები და კერამიკული ჭურჭელი.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ცაიშისა და ერგეტის კოლხურ კოლექტიურ სამარხებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ზოომორფული და ანტრომორფული პლასტიკა,ცხენზე მჯდომი მხედარი ქალი და ბავშვიანი მხედარი ქალები,რომლებიც ანალოგებს საბერძნეთში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებზე პოულობენ,ბავშვიანი მხედრების პირდაპირი პარალელი აღმოჩენილია კუნძულ სამოსზე მდებარე ჰერაიონის ტაძარში და ცაიშის მსგავსად თარიღდება ძვ წ.აღ VIII-VII საუკუნეებით.

ფრიად საინტერესოა, ცაიშისა და ერგეტის სამაროვანზე აღმოჩენილი მძივ-სამკაული,დიდი რაოდენობითაა ძვ.წა.ღ პირველი ათასწლეულის პირველი მეოთხედით დათარიღებული თეთრი ოპალის მრავალფეროვანი მძივები;ერგეტისა და ცაიშის სამაროვანზე აღმოჩენილი,ძვ.წ.აღ II ათასწლეულის მეორე ნახევრით და პირველი  აღასწლეულის  პირველი  მეოთხედით  დათარიღებული  მრავალგვარი გიშრის  მძივები და ამავე პერიოდის  ქვისა თუ სხვადასხვა მინერალისგან დამზადებული  მძივ-სამკაული.

ფაიანსის, გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე  მინის ე.წ. პასტის მრავალფეროვანი მძივები,საინტერესოა მთის ბროლისა და ტალკის მძივები,გამორჩეულია სარდიონის მინერალი,ის  დიდი პოპულარობით სარგებლობდა,არა მხოლოდ უძველეს ხანაში,არამედ მომდევნო პერიოდშიც,სადაც ის მრავლად გვხვდება,მაგალითად ხატების შემკულობაში სხვადასხვა ნახევრად ძვირფას ქვებთან ერთად.

აღსანიშნავია ერგეტაში მოპოვებული,განძის სახით,უძველსი ქართული ფულადი ერთეულის-კოლხური თეთრის მრავალრიცხოვანი კოლექცია,რომელიც ძვ.წ.აღ.VI-III საუკუნეებით თარიღდება,კოლხური თეთრი,რომელიც უძველესი ქართული სახელმწიფოს-კოლხეთის სამეფოს არსებობის ერთ-ერთი ფაქტობრივი საბუთია.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.