პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. თეორიულ ნაწილში, მოისმენენ პრეზენტაციას თემაზე: „ევროპული არქიტექტურის სტილები და დადიანების სასახლე“ პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ევროპული არქიტექტურის ძირითადი სტილების გაცნობას და მათი კავშირს დადიანების სასახლესთან. პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეები: საკუთარი ფანტაზიისა და ხედვის შესაბამისად შეცვლიან სასახლის არქიტექტურულ სტილს, ფორმებსა და ცალკეულ დეტალებს, შექმნიან ახალ დიზაინს და ნამუშევარში წარმოაჩენენ საკუთარ შემოქმედებით იდეებს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (მე-7-კლასიდან ) ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი პროგრამის ღირებულება: 7 ლარი დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. სამშაბათიდან კვირის ჩათვლით!

