Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა.
 
ცენტრი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა აერთიანებს მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებსა და საფონდო სივრცეებს, სარესტავრაციო ლაბორატორიებს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გამოფენა „თანამედროვე ქართული ხელოვნება“, სადაც წარმოდგენილი იყო ელენე ახვლედიანის, გივი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები.
ასევე გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია – „ზვიად გამსახურდია: მებრძოლი სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის, მომავლის მოღვაწე“.
ცენტრი, რომელიც მიმდინარე წლიდან კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სსიპ-ის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაშია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა.
გახსნის ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
 
🏛️ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი, აპრილის თვეში იმუშავებს შემდეგი გრაფიკით-
📚📖 საპრეზიდენტო ცენტრის ბიბლიოთეკა,
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით –
11:00 საათიდან -17:00 საათამდე.
🎨🖼️ საპრეზიდენტო ცენტრის გამოფენა – “თანამედროვე ქართული ხელოვნება” –
სამშაბათიდან, შაბათის ჩათვლით -11:30 საათიდან – 17:00 საათამდე.
📌📆2026 წლის აპრილის თვეში, ბიბლიოთეკაში დარეგისტრირება და გამოფენის დათვალიერება უფასო იქნება მსურველთათვის.
📝ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისათვის საჭიროა პირადობის მოწმობის, ან დაბადების მოწმობის წარდგენა.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.