საგანმანათლებლო პროგრამა – ქართული ფულის ისტორია “კოლხური თეთრი ”
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. თეორიულ ნაწილში, მოისმენენ პრეზენტაციას თემაზე:ქართული ფულის ისტორია, პრაქტიკულ ნაწილში ლუპის საშუალებით დააკვირდებიან, შეისწავლიან და გაარჩევენ ქართულ მონეტებს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (მე-5-კლასიდან ) ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი პროგრამის ღირებულება: 7 ლარი დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. სამშაბათიდან კვირის ჩათვლით!

