Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მუზეუმის საერთშორისო დღე

ვინაიდან, 2026 წლის 18 მაისი, ორშაბათია და მუზეუმებისათვის არასამუშაო დღეა 18 მაისისადმი მიძღვნილი დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება შაბათს, 23 მაისს.
23 მაისს 12:00 საათზე, დადიანების სასახლეთა წინ მდებარე პარკში გაიმართება გამოფენა ,,ისტორია რომელიც გვაერთიანებს”, სადაც გამოფენილი იქნება ზუგდიდის მუზეუმის ისტორიის ამსახველი ფოტომასალა.
18:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრის მედიათეკაში გაიმართება ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის დოკუმენტური ფილმის ,,საუნჯის ოდისეა” – ჩვენება, რომელიც ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ, საფრანგეთიდან ეროვნული საგანძურის დაბრუნების 80 წლისთავს.
23 მაისს მუზეუმი ტრადიციულად გამოაცხადებს ღია კარის დღეს.
2005 წლიდან გამოცხადებული აქტივობის, ,, ღამე მუზეუმში” ფარგლებში, მუზეუმი იმუშავებს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, 21:00 საათამდე (დედოფლუსეული სასახლე) და უზრუნველყოფს ვიზიტორთა უფასო დაშვებას, საქართველოს მოქალაქეთათვის.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.