Skip to content Skip to footer
Search
Close this search box.

გამოყენებითი ხელოვნების ფონდი

დადიანების ოჯახს საუკუნეების წინ ქონდათ ურთიერთობა ევროპასთან,ევროპული კულტურის და ცივილიზაციის შემოტანაში უდიდესი როლი შეასრულეს,შესაბამისად დადიანების კოლექციაში დაგროვდა ევროპული სკოლის ამსახველი ნივთები,ამ უნიკალურობის საუკეთესო ნიმუშია გამოყენებითი ხელოვნების ფონდში დაცული ფაიფურის ,ბროლის,ფაინსის,ფრაჟეს,ჭედური ხელოვნების,ცივი და ცეცხლსასროლი იარაღების კოლექცია.

 მასალები მე_19 საუკუნეს განეკუთვნება და დამზადებულია ევროპასა და რუსეთში და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა,რადგან ის თითო ეგზემპლარად მზადდებოდა ცნობილ სამეფო და საიმპერატორო ქარხნებში,გამოირჩევა შესრულების მაღალი მაღალი ხარისხითა და ტექნოლოგიებით,დახვეწილი მრავალფეროვანი ორნამენტებით,დამღებით,გერბებით მონოგრამებით,რომელიც ინფორმაციას იძლევა,თუ რომელ საწარმოშია დამზადებული ესა თუ ის ნივთი.ეს უნიკალური ექსპონატები დამშვენებულია სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის,დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის და მათი შვილების სახელების ინიციალებით .

იშვიათი საბრძოლო და სანადირო იარაღების კოლექცია,დამშვენებულია უცხოური წარწერებით,გაფორმებულია მდიდრულად,სადაფებით,ვერცხლის ფირფიტებით,მცენარეული ორნამენტებით,დამღებით და მონოგრამებით.

ფაიფურის კოლექციიდან თეთრი ფერის  სერვიზის ნაკრები მონოგრამით “DD“დამზადებულია Eduard Honores-ს საიმპერატორო სახელოსნოში და წარმოადგენს ოჯახის უფროსის დავით დადაინის კუთვნილებას.

ფაიაფურის წითელი სერვიზის ნაკრები „ნმ“(ნიკო მინგრელსკი) მონოგრამით,დამზადებულია რუსეთში,,მოსკოვში,მატვეი კუზნეცოვის ფაიაფურის ქარხანაში.

ფაიფურის სერვიზი,თეთრი და ცისფრის მონაცვლეობით,წარწერით „გორდი“ „ნმ“(ნიკო მინგრელსკი) დამზადებულია რუსეთში ალექსანდრე მე-2 სახელოსნოში კერძოდ გორდის სასახლისთვის,(გორდში დადიანებს ჰქონდათ საზაფხულო რეზიდენცია).

ფაიანსის სერვიზის ნაკრები,წარწერით „ეკატერინე“ დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის კუთვნილება იყო,დამზადებულია ინგლისში,საიმპერატორო სახელოსნოში.

კოლექციაშია ვილეროი და ბოხის სახელოსნოში დამზადებული ჭურჭელი,რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული და საერთაშორისო კლასის ბრენდია,კომპანია 1748 წელს დაარსდა.

ფინჯან-ლამბაქი,მწვანე ფერის,ოქროსფერი დეკორით,მასზე გამოხატულია ნაპოლეონ  პირველის პორტრეტი და მისი კუთვნილება იყო,ინახებოდა პრინც აშილ მიურატის სახლში,როგორც ძვირფასი რელიქვია.

ფრაჟეს ჭურჭლის ნაკრები,სამთავროს გვირგვინით დამშვენებული,დამზადებული პარიზში,ჩარლზ ქრისტოფლის ოქრომჭედლობისა და ჭურჭლის მწარმოებელ ქარხანაში.

ლამფა-ფრაჟეს კოლექციიდან,შექმნილი მსოფლიოში ცნობილი მე-19 საუკუნის ფრანგი მოქანდაკის,,სკულპტორის და ანიმალისტის პიერ ჟიულ მენეს მიერ.

ფონდში დაცულია საღვთო სახარებები,რომლებიც გადმოტანილია სამეგრელოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებიდან. რევოლუცის შემდეგ,ძირითადად შესრულებული ნუსხა-ხუცურით,ნაბეჭდი,ზოგი ბარხატგადაკრულ ყდაშია ჩასმული,ზოგი კი,მთლიანად ჭედურ ყდაში,ყდაზე გამოსახულია სხვადასხვა კომპოზიციები,წარწერები,საუფლო დღესასწაულები.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.