დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში gen-Z-ი თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც შექმნეს ახალგაზრდული კლუბი – “დროში მოგზაურები – Time traveller’s” .
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შექმნეს შიდა კონსტიტუცია, დასახეს სამომავლო მიზნები და იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
კლუბის მიზანია, რომ მუზეუმი აქციონ ახალგაზრდებისთვის საინტერესო ადგილად, დაუახლოვდნენ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანატოლებს გაუზიარონ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში არსებული ექსპონატების შესახებ ინფორმაცია.
კლუბში გაწევრიანების მსურველებს შეუძლიათ განაცხადი შეავსონ მუზეუმის ბიბლიოთეკაში.
რვა წესი, რომელიც კლუბის წევრებმა უნდა დაიცვან:
- კლუბში გაწევირიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველ სკოლის მოსწავლეს;
- გაწევრიანებისთვის საჭიროა შეავსონ განაცხადი, რომ გაქვთ სურვილი გახდეთ ნიკო დადიანის სახელობის – “დროში მოგზაურები – Time traveller’s”-ის კლუბის წევრი.
- კლუბში გაწევრიანება უფასოა;
- კლუბის წევრებს აქვთ უფლება უფასოდ დაათვალიერონ მუზეუმის ნებისმიერი გამოფენა ერთ სტუმართან ერთად.
- კლუბის წევრებს აქვთ უფლება უფასოდ დარეგისტრირდნენ მუზეუმის დავით დადიანის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წევრად და ისარგებლონ სამკითხველო დარბაზებით, მაგრამ არ ეხსნებათ ვალდებულება განცხადების სახით წარმოადგინონ თემა, რომელზეც მუშაობენ.
- მუზეუმი იღებს ვალდებულებას კლუბის წევრები მოიწვიოს მუზეუმის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მუზეუმი მხოლოდ მასპინძელია და ღონისძიება დაგეგმილია მუზეუმის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ.
- კლუბის საქმიანობას წარმართავს ხუთი წევრისაგან დაკომპლექტებული კლუბის მმართველი ბორდი.