“დროში მოგზაურების” წევრებმა მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წარადგინეს პრეზენტაციები მუზეუმების შესახებ
2024 წლის 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში მუზეუმელთათვის გაიმართა დახურული ღონისძიება.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შემავალი მუზეუმების წარმომადგენლები.
მუზეუმში ახლად შექმნილი ახალგაზრდული კლუბი – “დროში მოგზაურების” წევრებმა წარადგინეს პრეზენტაცია შემდეგი მუზეუმების შესახებ:
- იონა მეუნარგიას სახლ–მუზეუმი, სოფელ ცაიშში;
- კონდრატე თათარიშვილის სახლ–მუზეუმი, სოფელ ძვ. აბასთუმანში;
- ალექსანდრე საჯაიას სახლ–მუზეუმი, სოფელ ოდიშში; ვანიონ დარასელიას სახლ–მუზეუმი, სოფელ კახათში; სოლომონ ცაიშვილის სახლ–მუზეუმი, სოფელ ურთაში; ზურაბ ნარმანიას და ზვიად გამსახურდიას ოთახ-მუზეუმები;
- სპორტის მუზეუმი და მედია მუზეუმი.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი – “ჩელა”. განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ბატონ მანუჩარ სამუშიას მხარდაჭერისთვის.
დადიანების მუზეუმი, კიდევ ერთხელ გილოცავთ #მუზეუმის საერთაშორისო დღეს!
გისურვებთ პროფესიულ განვითარებას, სამუზეუმო სფეროში სამომავლო პერსპექტივების ხელახლა გააზრებას და ახალი სამოქმედო ნაბიჯების დაწყების შესაძლებლობას!