Skip to content Skip to footer
Search
Close this search box.

წიგნადი ფონდი

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული  მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დაცულია 31 000 მეტი წიგნი და პერიოდული გამოცემა.

ფონდის ნაწილი შედგება  ქართული და რუსულ ენოვანი ლიტერატურისაგან, მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით უნიკალურია სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის  დავით ლევანის ძე დადიანის,დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის, მათი შვილების: ნიკოს, ანდრიასა და სალომეს, დადიანების სიძის-აშილ  მიურატის წიგნების, ჟურნალებისა და ალბომების კოლექციები ფრანგულ,გერმანულ, ინგლისურ,იტალიურ ენებზე, ნაბეჭდი პარიზსა თუ ლონდონში, მილანსა თუ ბერლინში.

დაცულია აგრეთვე უნივერსალური და დარგობრივი ენციკლოპედიური ლექსიკონები; ლიტერატურა ევროპისა და მსოფლიო ისტორიის,საფრანგეთის პირველი და მეორე იმპერიის,ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ; ნაპოლეონ  პირველის კორესპონდენციების 32 ტომი.

უნიკალურია  ანდრია  დადიანის საჭადრაკო  წიგნებისა და ჟურნალების კოლექცია, რომელიც  ასახავს  მე-XIX   საუკუნის მე-2 ნახევრის ჭადრაკის ისტორიას.

კოლექციაშია  XVIII-XIX  საუკუნეების  დასავლეთ -ევროპული კლასიკოსი კომპოზიტორების ოპერებისა და ოპერეტების 1000-მდე პარტიტურა.

აქვე ინახება სამეგრელოს მუზეუმის დამაარსებლისა და  მისი პირველი დირექტორის ბატონ აკაკი ჭანტურიას მიერ სამეგრელოს ეკლესია- მონასტრებიდან გადმოტანილი და გადარჩენილი XVIII-XIX საუკუნეების საეკლესიო წიგნები და საგალობლები

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.