Skip to content Skip to footer
Search
Close this search box.

მუზეუმის დაარსება

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, თამამად შეიძლება ითქვას  საერთაშორისო დონის მუზეუმია, აქ დაცული მასალების მიხედვით, მდიდარია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშებით.

თავის დროზე ის შეიქმნა სამეგრელოს მთავრების, დადიანების ქონების ნაციონალიზაციის ბაზაზე და მისი შემქნელი და დამაარსებელი გახლდათ ევროპაში განსწავლული აკაკი ჭანტურია.

 მდიდარი მემკვიდრეობა დატოვეს დადიანებმა, შემდგომ მათმა დამოყვრებამ საფრანგეთის საიმპერატორო კართან კიდევ უფრო სხვა ელფერი შესძინა მას.

მუზეუმის პირველი დირექტორი - აკაკი ჭანტურია

მათ დანატოვარს ღირსეული მემკვიდრეები დარჩა, პირველ რიგში აღსანიშნავია მუზეუმის დამფუძნებლის და მისი პირველი დირექტორის აკაკი ჭანტურიას ღვაწლი. მთელი ქვეყნისთვის საამაყო, მრავალმხრივ განათლებული, ნამდვილი პროფესიონალი, ადამიანი რომლის წინაშე ვალშია მთელი საქართველო, რომ არა მისი ცოდნა, მონდომება, პრინციპულობა, პროფესიონალიზმი დღეს არ გვექნებოდა ის უმდიდრესი საგანძური, რომელსაც დადიანების საგანძური ქვია. მან დიდი რუდუნებით მოაგროვა სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში და სასახლეებში გაბნეული დადიანთა დანატოვარი ნივთები. 

 სანამ აქამდე მივიდოდა,მან ცხოვრების მძიმე გზა გამოიარა, დაიბადა   ჯვარში, სოფელ ჩქვალერში მღვდლის ივანე ჭანტურიას ოჯახში, მშობლებისთვის მეხუთე ვაჟი  იყო, მამა ადრე გარდაეცვალა, პირველდაწყებითი განათლება ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ შეეძლო უგამოცდოდ ჩარიცხულიყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა მას სხვა მიზნები ჰქონდა, ხელი მიჰყო თვითგანვითარებას, ისწავლა ენები, ამასთანავე მუშაობდა ბათუმში, როტშილდის ქარხანაში, იქვე ხელი მიჰყო ინგლისურის სწავლას. მე-20 საუკუნის დასაწყისში უკვე ინგლისშია, როგორც თანამედროვენი იგონებენ, მას თურმე არ ყვარებია თავის თავზე საუბარი, განსაკუთრებით ინგლისში მოღვაწეობის შესახებ სიტყვას ვერ დააძვრევინებდი, ეგნატე ფიფია, ცნობილი ექიმი და მისი თანასოფლელი აღნიშნავდა, რომ მან აკაკის ძმისგან გაიგო, თუ როგორ ცხოვრობდა ის ინგლისში, თუმცა მასაც ბევრ რამეს არ ეუბნებოდა  და რაც შევიტყვე  განაგრძობს ეგნატე, ისაა რომ ინგლისში ის მსახურობდა მუზეუმში, მონაწილეობდა გეოლოგიურ და არქეოლოგიურ ექსპედიციებში, ცხოვრებისა და მეცნიერების გზა საკუთარი ნიჭითა და უნარით გაიკაფა, რომ ის ლონდონში ჩასვლისას ერთ დიდ ოჯახში აუყვანიათ რუსული ენის მასწავლებლად, იგი ბავშვებს ასწავლიდა და თვითონაც სწავლობდა ინგლისურს, ოჯახის უფროსი მეტად ყურადღებიანი კაცი ყოფილა და მისი ხელშეწყობით აკაკიმ სკოლა დაამთავრა და ლონდონის უნივერსიტეტის გეოლოგიურ ფაკულტეტზე შევიდა, ინგლისში ყოფნისას, იმისთვის რომ თავი ერჩინა, გარდა მასწავლებლობისა სხვა საქმეც გამოძებნა, ის მღეროდა და უკრავდა, თავისი ხელით გამოთალა ჩონგური, რომელზედაც უკრავდა, დაამღერებდა ხოლმე, ხშირად გამოსულა ხალხური შემოქმედების საღამოებზე, იქ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება გამოსულიყვნენ თავიანთი ხელოვნების საჩვენებლად, როგორც მისი ძმიშვილი ნინა ჭანტურია აღნიშნავდა ერთ-ერთი ასეთი წარმატებული გამოსვლისას მას ჯილდოდ მიუღია  ნაპოლეონის ფოტოსურათი ჩარჩოში ჩასმული, თურმე იქ ძალიან მოსწონდათ ჩონგურის ხმა…

ლონდონში დაამთავრა გეოლოგიის ფაკულტეტი, შეისწავლა არქეოლოგია ეთნოგრაფია, ისტორია, სამუზეუმო საქმე, ფილოლოგია, მონაწილებდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიციებში, სწორედ ამ დროს შემოუარა მან  მსოფლიოს, პირად ანკეტაში ჩამოთვლილია შემდეგი ქვეყნები „ევრაზიის თითქმის ყველა სახელმწიფო, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია ახალი ზელანდია აზია, არქიპელაგი, ინდოეთი, არაბეთი პალესტინა…

1912 წელს დაბრუნდა საქართველოში, შეაგროვა გეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა დაახარისხა და მამა-პაპისეული ოდის დიდ დაბაზში გამართა სანიმუშო გამოფენა, ამავე თემას ეძღვნებოდა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომი – „საქართველოს გეოლოგია“, რომელიც 1919 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.

1913 წელს კვლავ საზღვარგარეთ წავიდა, სწავლობდა ლონდონის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში და სამხატვრო კოლეჯში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეგიაში და სამხატვრო კოლეჯში, მას ლონდონის უნივერსიტეტში მიუღია ბაკალავრის სამეცნიერო წოდებაც, იყო ამერიკაში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში ბარრეტის კოლეჯში, ისევ მისი ძმიშვილის მოგონებიდან: “მე მინახავს მისი დიპლომი და მოსასხამი, რომელიც მან მიიღო, იმის აღსანიშნავად რომ დაიცვა ხარისხი“ .

1920 წლიდან საქართველოშია, საინტერესოდ იგონებს ეგნატე ფიფია ამ ამბავს: „ზუგდიდში შევიტყვე, რომ ჭანტურია ჩამოსული იყო მეუღლითურთ და პატარა ბავშვით, რომელიც ერთი წლის თუ იქნებოდა, მივედი სასტუმროში, აკაკი აივანზე იდგა. გავეცანი, ველაპარაკე მეგრულად“.

აკაკის ძალიან სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, იყო გამხდარი, წვერს არ ატარებდა, ულვაში შეკრეჭილი ჰქონდა, თვალები ძალიან ცოცხალი, მოშავო, იყო ძალიან მშვიდი ხასიათის მქონე, ტკბილი მოსაუბრე, საუბრის დროს ხშირად გულღაიად იცინოდა, მხიარული კაცი იყო, ამავე დროს მას მეტად მოკრძალებული თავაზიანი ხასიათი ჰქონდა.

1921 წლამდე სოფელში იყო, ხშირად სტუმრობდა დედაქალაქს ახლად დაარსებულ უნივერსიტეტს, მუშაობდა მუზეუმებში, არქივებსა და წიგნსაცავებში, უნივერსიტეტში სამსახურის შემოთავაზებაც ჰქონია, მაგრამ უარი უთქვამს.

    შემოთავაზება ჰქონია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისგანაც საგარეო საქმეთა მინისტრობაზე, მაგრამ მასზეც უარი უთქვამს, რადგამ მისი  ოცნება იყო მუზეუმის დაარსება.

      აიხდინა კიდეც ეს ოცნება და 1921 წელს დიდი შრომით, ათასი წინააღმდეგობის მიუხედავად 1 მაისს გაიხსნა სამეგრელოს მუზეუმი. მის პირველ დირექტორად  დაინიშნა აკაკი ჭანტურია, რაზეც ის დათანხმდა და შეუდგა მუშაობას. მან მიიღო ოფიციალური მანდატი, რომელშიც ნათქვამი იყო: “სახალხო განათლების კომისრის და მუზეუმების მთავარი სამმართველოს განკარგულებით თქვენ დანიშნული ხართ ზუგდიდში „სამეგრელოს მუზეუმის“ დირექტორად. მუზეუმი უნდა მოაწყოთ დედოფლისეულ სასახლეში, ამიტომ გევალებათ ყველა სამუზეუმო ნივთი მოაგროვოთ“.

     როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად მრავალი  დაბრკოლებისა გაიმართა შესანიშნავი გამოფენა დადიანთა კოლექციისა, ექპონირებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების მიხედვით, რომლებიც დღემდე არ კარგავენ აქტუალობას, ახლაც კი აღნიშნავენ დამთვალიერებლები იმდროინდელი გამოფენის კულტურას, შემდგომ პერიოდში მოღვაწე მუზეუმის მმართველები ცდილობდნენ თავიანთი წვლილი შეეტანათ სამუზეუმო საქმეში, მეტ-ნაკლებად გამოსდიოდათ ალბათ, ერთი რამ ცხადია ყველა მათგანს სწორება  მასზე ჰქონდა.

what we do

Event formats

Dicta sunt explicabo. Nemo enim ipsam voluptatem quia voluptas sit aspernatur aut odit aut fugit, sed quia consequuntur. Dicta sunt explicabo. Nemo enim ipsam voluptatem quia voluptas.
Clients
0+
Occasions
0
Years
0+
Projects
0
Culinary Journey

Satisfying your taste, creating memories one bite at a time

img-1-copyright
About Us

Crafting culinary memories

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque laudantium, totam rem aperiam. Sed ut perspiciatis unde omnis.

Gourmet cuisine

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque perspiciatis.

Modern catering

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque perspiciatis.

The art of serving

Sed ut perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium doloremque perspiciatis.

ბლოგი

სიახლეები

Adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco.

Adipiscing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.