ნიკოსეული სასახლე
ნიკოსეული სასახლე აშენებულია მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, არქიტექტორ ზალცმანის პროექტით და ეკუთვნოდა სამეგრელოს უფლისწულს ნიკო დადიან-მინგრელსკის, ამიტომაც იწოდება ნიკოსეულ სასახლედ, რომელიც წარმოადგენს, ორსართულიან, სასტუმროს ტიპის შენობას, აგურისგან აშენებულს, დიდი სამეჯლისო დარბაზით, როგორც წყაროებში ჩანს მთელ ამიერკავკასიაში ასეთი ვრცელი სამეჯლისო დარბაზი იმ პერიოდში სხვაგან არ ყოფილა.


შენობის პირველ და მეორე სართულზე მთელ სიგრძეზე შუაში ყოფს დერეფანი,რომლის ორივე მხარეს განლაგებულია ოთახები სხვადასხვა დანიშნულების, შიდა ნაწილში მეორე სართულთან დამაკავშირებელი ცენტრალური და დამხმარე კიბეებია. სამეჯლისო დარბაზი გადის აგურის თაღიან ბურჯებზე დამყარებულ ღია ვერანდაზე, ხოლო სასახლის წინა, უკანა და გვერდითი ნაწილები შენობის მეორე სართულზე შეჭრილი ხის ნახევარ აივნებითაა დამშვენებული, წინა აივნები და ვერანდა ვრცელ მინდორს გადაჰყურებს, უკანა კი-ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებულ ბოტანიკურ ბაღს. ორივე სასახლეს ჰქონდა წყალსადენისა და კანალიზაციის კარგად გაკეთებული სისტემები.
დედოფლისეული სასახლის გვერდით დგას დადიანისეული კარის ეკლესია, რომელიც აშენებულია ლევან მე-5 დადიანის დროს, მშენებლობა დაუწყიათ 1825 წელს, როგორც ეკლესიაზე დატანილი წარწერა გვამცნობს და დაუმთავრებიათ 1830 წელს.
სასახლის მთავარი შესასვლელი იწყება კირქვის მთლიანი ლოდებისგან გამოთლილი ცენტრალური კიბით(მეორე სართულთან დამაკავშირებელი)ასევე სასახლის უკანა ნაწილში ქვისა და ხის დამხმარე კიბეებია, სასახლის ორივე სართულის გარეგანი არქიტექტურული გაფორმება შესანიშნავადა ერწყმის ერთმანეთს და მეორე სართული პირველი სართულის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. სასახლის ქვედა სართულის წინა თაღიან ნაწილში ამჟამადაც შემორჩენილია დადიანისეული მარნის-მიწაში ჩაფლული დაზიანებული ქვევრები, შიდა ეზო შემოკავებულია ქვა-აგურის გალავნით,რომელსაც დატანებული აქვს ალაყაფის დიდი რკინის კარები, ეზოში თლილი კირქვისგან გაკეთებული წყლის პატარა ლამაზი აუზია, რომელსაც ალბათ თავის დროზე შადრევანი ამშვენებდა.
ტარიფები
მუზეუმის სამუშაო დრო: 10.00 – 17.30 საათამდე, ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
უფლისწულის სასახლის მუდმივმოქმედი გამოფენა
ზრდასრული
ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი
მოსწავლე / სტუდენტი
ჯგუფში დასაშვებია 15 დამთვალიერებელი
ექსკურსიამძღოლის მომსახურება
15 ₾ - უცხო ენაზე (რუსული და ინგლისური)
საქართველოს თავდაცვის დაქვემდებარებაში მყოფ პირთათვის (ჯარისკაცი +1) ექსკურსიამძღოლის მომსახურება – 30% ფასდაკლებით.